დუბაიში მსოფლიოს ყველაზე დიდი“ ამერიკული მთები“ აღარ აშენდება

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მსოფლიოს ყველაზე დიდი“ ამერიკული მთები“ აღარ აშენდება. ოპერატორმა DXB Entertainments PJSC-მა გასართობი პარკის მშენებლობა არასაკმარისი ფინანსების გამო გადაიფიქრა.

ამ პარკის მშენებლობის შესახებ თემატური პარკების საერთაშორისო ამერიკულმა ოპერატორმა – Six Flags-მა ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა. თუმცა DXB DXB Entertainments-ი, რომლის აქციების 52% წილს Meraas Holding ფლობს, ბოლო წლებში განცდილი დანაკარგების დაფარვას ცდილობს და გეგმები შეცვალა.

DXB Entertainments PJSC, რომელიც მანამდე ცნობილი იყო, როგორც Dubai Parks and Resorts PJSC-ი, ფლობს რეგიონში ყველაზე დიდ ინტეგრირებული თემატური პარკების კომპლექს – Dubai Parks and Resorts, 4 თემატურ პარკთან, 2 სასტუმროსთან  და ერთ სავაჭრო ცენტრთან ერთად. ყველა ამ პროექტის ღირებულება დაახლოებით  3,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, DXB Entertainments დუბაიში 6 საოჯახო გასართობ ცენტრსა და კინოთეატრების ქსელს მართავს, რომლებიც Meraas Holding-ის მფლობელობაშია.

ცნობისთვის, Six Flags ჩრდილოეთ ამერიკაში 20 თემატურ და აკვაპარკს მართავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ Ho Chi Minh City-სთან ვიეტნამში ორი გასართობი ცენტრის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

businessemirates.ae

მსგავსი სტატიები