არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში ოპერატორმა Novo Cinemas, თემატურ პარკ IMG World of Adventure-ში მომავლის კინოთეატრი გახსნა. გარდა იმისა, რომ ეს ქალაქში ყველაზე დიდი IMAX-ია, პროექტის ფარგლებში მრავალი უჩვეულო ჩანაფიქრი განხორციელდა.
კომპლექსის მისაღები Instagram მომხმარებლებისთვის სამოთხეა, რადგან ინტერიერში 5-ათას მეტრზე მეტი სხვადასხვა ფერის ლენტია გამოყენებული.
კომპლექსში განთავსებული 12 ეკრანიდან ყველაზე დიდის სიგანე 24.4 მეტრია, სიმაღლე – 13.8 მ. კინოთეატრი ერთდროულად 360 მომხმარებელზეა გათვლილი. მასში 7-ვარსკვლავინი მომსახურებით 3 VIP დარბაზია განთავსებული.
კინოთეატრში მოწინავე ლაზერული საპროექციო სისტემაა გამოყენებული, რომელიც მაღალ რეზოლუციას უზრუნველყოფს – უფრო ნათელ, წმინდა გამოსახულებასა და ფერს. ასევე გამოყენებულია 12-არხიანი აუდიო ტექნოლოგია.
russianemirates.com