დუბაიში, მზის ენერგიაზე მომუშავე ზღვის წყლის გასამტკნარებელი ქარხანა აშენდება

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, პირველად, მზის ენერგიაზე მომუშავე ზღვის წყლის გასამტკნარებელი ქარხანა აშენდება. პროექტის განხორციელება 2024 წლისთვის იგეგმება.

დუბაის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სააგენტოს (DEWA) დირექტორის, საიდ ატ-ტაიერის განცხადებით, მიმდინარე წელს პროექტის განხორციელებისთვის პარტნიორების მოძიება მოხდება. დაგეგმილი მოცულობა დღეში 120 მლნ გალონი სასმელი წყალია.

პროექტი არის იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც გულისხმობს დუბაის განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას. ტრადიციულად, რეგიონში ზღვის წყლის გამტკნარება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ხარჯზე ხდება.

ამ ეტაპზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენებული წყალი, ზღვის წყლის გამტკნარებით არის მიღებული. ქვეყანა საუდის არაბეთის შემდეგ რიგით მეორეა მსოფლიოში, რომელიც სასმელ წყალს მსგავსი მეთოდით მოიპოვებს.

Ria.ru

მსგავსი სტატიები