დუბაიში კიდევ ერთ რეკორდულად მაღალ ცათამბჯენს ააშენებენ

Construction News

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიდევ ერთ რეკორდულად მაღალ კოშკს ააშენებენ. დუბაიში ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ნიუ-იორკულმა ჯგუფმა “sbe” უკვე გააჟღერა ინფორმაცია “World of Wonders Real Estate Development”-თან თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში “SLS”-ის ბრენდის ქვეშ თავის პირველ პროექტს განახორციელებს. ეს პროექტი კი75-სართულიანი კოშკია, რომელიც Downtown Dubai-ში ​აშენდება.

“SLS Dubai Hotel & Residences”-ში 900-ზე მეტი სასტუმრო ოთახი, აპარტამენტები და საცხოვრებელი ერთეულები განთავსდება. businessemirates.ae-ს ინფორმაციით, შენობა პირველი სტუმრების მიღებას 2020 წლის მესამე კვარტალში შეძლებს.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით სასტუმროში განთავსდება ლაუნჯი და “sbe”-ს ღამის დაწესებულება სახურავზე, ცათამბჯენის თავზე ასევე მოეწყობა ორი პეიზაჟური აუზიც.

მსგავსი სტატიები