დუბაიში ინოვაციური სამედიცინო მომსახურების “სმარტ ცენტრი სალემი” გაიხსნა

Construction News

დუბაიში ინოვაციური სამედიცინო მომსახურების “სმარტ ცენტრი სალემი” გაიხსნა.

შენობა აგებულია ინოვაციური სამშენებლო ტექნოლოგიებით და აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით.

ცენტრში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი და  რობოტოტექნიკა, რაც უზრუნველყოფს განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას.

სმარტ ცენტრში უმოკლეს დროში ხორციელდება რეზიდენტის ვიზის მისაღებად საჭირო სამედიცინო შემოწმება – ჩვეულებრივ საჭირო 28 საათის ნაცვლად, ამჯერად პროცედურა ნახევარ საათში სრულდება.

პროექტ “სალემის” მიზანია გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებთა ბედნიერების დონის ამაღლება.

შენობის გახსნას დუბაის პრინცი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, შეიხი ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი ესწრებოდა.

მსგავსი სტატიები