არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში გრანდიოზულ პარკს – Les Jardins ააშენებენ. მეგა-პროექტს Azizi Developments განახორციელებს.
პარკში იქნება აუზები, შადრევნები, სასეირნო და სარბენი ბილიკები, ასევე საპიკნიკე და საზოგადოებრივი ღონისძიებების გასამართი სივრცეები.
Azizi Developments-ის გენერალური დირექტორის, ფარჰად აზიზის განცხადებით, პარკში ადამიანები დატკბებიან არამხოლოდ მშვენიერი ხედებით, არამედ ის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისთვის იდეალური ადგილი იქნება.
პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი – Le Pavillon-ი.
businessemirates.ae