დუბაიში „ბედნიერი ადამიანებისთვის“ თაუნჰაუზებს ააშენებენ

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, კომპანია „Emaar Development“ თაუნჰაუზების სერიას Joy ააშენებს, რომლის კონცეფცია ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაეფუძნება. სახლები ახალი საცხოვრებელი რაიონის Arabian Ranches III ტერიტორიაზე აშენდება.

კომპანიის ინფორმაციით, მყიდველებისთვის ოთხ და ხუთოთახიანი თაუნჰაუზებია ხელმისაწვდომი. ბუნებრივი განათების მქონე საცხოვრებლები მწვანე პარკებს გადაჰყურებს. მცხოვრებლებს წვდომა ექნებათ ველობილიკებთან, სავაჭრო ცენტრთან, საზოგადოებრივ ცენტრთან, მეჩეთებთან, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებთან.

businessemirates.ae-ს ცნობით, Arabian Ranches III მოიცავს ცენტრალურ პარკს, 4 კმ სიგრძის ბულვარს, წყლის ახრ-ატრაქციონს, საზოგადოებრივ პარკებს ბავშვების სათამაშო მოედნებთან ერთად, ასევე რეკრეაციულ და სპორტულ ობიექტებს.

ცენტრალურ პარკში არის გაზონი, გასართობი ზონები, სკეიტ-პარკები, სპორტდარბაზი, სარბენი ბილიკები და კრიკეტის სათამაშო მოედანი.

მსგავსი სტატიები