დუბაის „Solar Park“-ის განვითარებისთვის $13.6 მილიარდი დაიხარჯება

Modern Roofing

დუბაიში, „MBR Solar Park“-ი განვითარების პროცესშია. 2030 წლისთვის ის მსოფლიოს უმსხვილესი პარკი იქნება, რომელიც 5 გიგავატი მზის ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

პროექტის მიხედვით, პარკში ინოვაციების ცენტრი აშენდება. „MBR Solar Park“-ის ინოვაციების ცენტრში მდგრადი განვითარების, მწვანე ინიციატივებისა და განახლებადი ენერგიის შესახებ კონფერენციები და ღონისძიებების მოწყობა იგეგმება.

გარდა ამისა, ინოვაციების ცენტრში ტურისტების, სტუდენტების, სკოლის მოსწავლეებისა და ბიზნესმენების მოსაზიდად  განახლებადი ენერგიის თემაზე, გამოფენები გაიმართება.

საერთო ინვესტიციების მოცულობა $13.6 მილიარდს შეადგენს.

მსგავსი სტატიები