დუბაის საკუთარი ცენტრალური პარკი ექნება

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის, ნიუ-იორკის მსგავსად, თავისი ცენტრალური პარკი ექნება.  კომპანია Meraas-მა საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი წარადგინა, რომლის გარშემო 40 ათას კვ.მ ფართობის მქონე პარკი გაშენდება.

ახალი პროექტის – City Walk საერთო ფართობი 230 ათასი კვ.მ ფართობი იქნება. პროექტი 12 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. საცხოვრებელი კომპლექსის პირველ ეტაპი 187 ბინას მოიცავს. გარდა ამისა, კომპლექსში ვესტიბიული და სახურავზე ორი დიდი ტერასა აშენდება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საჩოგბურთო კორტებისა და კალათბურთის მოედნების, აუზების, კაფეებისა და ბავშვთა სათამაშო მოედნების მშენებლობას.

პარკის პროექტთან ახლოს მდებარეობს სავაჭრო კომპლექსი City Walk-ი და სპორტკომპლექსი Dubai Arena, რომელიც მიმდინარე წელს უნდა გაიხსნას.

businessemirates.ae

მსგავსი სტატიები