დუბაის მეგაპროექტ დუბაი არენას სახელი გადაარქვეს

Construction News

არაბეთის გაერთიანებულ საამიროში მეგაპროექტ დუბაი არენას სახელი შეუცვალეს. 17,000-ადგილიან სივრცეს კოკა-კოლა არენა დაარქვეს.

constructionweekonline.com-ის ინფორმაციით, კოკა-კოლა არენაზე პირველი შოუ 2019 წლის ივნისში გაიმართება. არენა ასევე განკუთვნილია სპორტული თამაშებისთვის, როგორიცაა ტენისი, კალათბურთი,კრივი, ფრენბურთი და ყინულის ჰოკეი.გარდა ამისა, კოკა-კოლა არენა სხვადასხვა კულტურულ ფესტივალებსა და გამოფენებს უმასპინძლებს.

დუბაი არენა Anschutz Entertainment Group-ში შემავალი საერთაშორისო კომპანია AEG Ogden-ის მფლობელობაშია. კომპანია ასევე ფლობს The O2 ლონდონში, STAPLES Center ლოს-ანჯელესში, Mercedes-Benz Arena შანხაიში და Qudos Bank Arena სიდნეიში.

მშენებარე არენა ოფიციალურად მიმდინარე წელს გაიხსნება. ცნობისთვის, ის უმსხვილესი დახურული არენაა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

მსგავსი სტატიები