დუბაის ბანკმა სასტუმროს ასაშენებლად $41.8 მილიონი გამოყო

Construction News

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის ბანკის დაფინანსებით ახალი სასტუმრო აშენდება. დუბაის ბანკმა „Mashreq“, სასტუმრო „Opus“-ის მშენებლობისთვის $41.8 მილიონი გამოყო.

constructionweekonline.com-ის ინფორმაციით, მშენებლობას უძრავი ქონების დეველოპერი Omniyat, დიზაინერ Zaha Hadid-თან ერთად  დუბაის საქმიან ცენტრში ახორციელებს.

დიზაინერის განცხადებით, სასტუმროს ინტერიერისა და ექსტერიერისთვის ყველა დეტალი უკვე შერჩეულია.

მსგავსი სტატიები