დუბაის ახალმა საკურორტო კუნძულმა პირველი მცხოვრებლები მიიღო

Construction News

Bluewaters Residences-მა ოფიციალურად დაიწყო პირველი დასრულებული საცხოვრებელი ბინების გაცემა. მესაკუთრეებს უკვე შეუძლიათ კუნძულზე მდებარე ელეგანტურ კოშკებში ცხოვრება.

კუნძულის საცხოვრებელი რაიონი მცხოვრებლებს სპარსეთის ყურის შთამბეჭდავ ხედებს სთავაზობს. კომპლექსი Residences-ი 10 კოშკისგან, 698 ბინისგან, 4 პენტჰაუზისა და 17 თაუნჰაუზისგან შედგება. ისინი გარშემორტყმულია მაღალი კლასის მრავალი გასართობი ობიექტით.

Bluewaters Residences-ის ბინებისა და თაუნჰაუზების ინტერიერი უმაღლესი ხარისხით არის გაკეთებული. ისინი ნეიტრალური პალიტრითა და მინიმალური ესთეტიკით გამოირჩევიან, რომელიც შესანიშნავად არის შერწყმული სახლის სიმყუდროვესა და თანამედროვე დიზაინთან. 4 პენტჰაუზი განლაგებულია ყოველი კოშკის უმაღლეს წერტილში.

დამატებითი კომფორტი, რომელსაც მცხოვრებლებს სთავაზობენ არის სპორტდარბაზები, აუზები, ლანდშაფტური ბაღები, საკალათბურთო და საბავშვო მოედნები. საცხოვრებელ რაიონთან ახლოს მდებარეობს მეჩეთიც, რომელის არქიტექტურაში თანამედროვე ელემენტებია გამოყენებული.

საცხოვრებელი რაიონი რამდენიმე საფეხმავლო ზონად არის დაყოფილი.

კუნძულზე ახალი 5-ვარსკვლავიანი კურორტები მდებარეობს: Caesars Palace Bluewaters Dubai, The Residences at Caesars Palace Bluewaters Dubai და Caesars Resort Bluewaters Dubai. ერთობლიობაში ისინი 495 ფეშენებელურ ნომერსა და 80 აპარტამენტს მოიცავს. მათ მიმდებარედ კერძო სანაპირო კლუბი Cove Beach-ი და 500-ადგილიანი ახალი თეატრი მდებარეობს.

Bluewaters-ს მატერიკთან რამდენიმე სატრანსპორტო კავშირი აქვს, მათ შორის Sheikh Zayed Road-ი. კუნძულიდან დუბაისა და ალ-მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტამდე მისაღწევად 30 წუთია საკმარისი, ხოლო აბუ-დაბის აეროპორტამდე – ერთი საათი.

businessemirates.ae

მსგავსი სტატიები