დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

Construction News

დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 21 წლის კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რამდენიმე საათში გაირკვევა საჭირო იქნება თუ არა ოპერაციის გაკეთება.

21 წლის გიორგი ხოშტარია სწორედ იმ ბინაში იმყოფებოდა, რომელშიც მოხდა აფეთქდა. ახალგაზრდას სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი.

აფეთქებისას დაშავებული შვიდი თვის ბავშვი იაშვილის კლინიკიდან ღამით გაწერეს. დანარჩენი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია. აფეთქების შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა. აფეთქებამ 4 ავტომანქანაც დააზიანა.

აფეთქება, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სტატიები