დიზაინერებმა სამშენებლო სექტორში მომუშავეებისთვის მაგნიტური სამაჯური შექმნეს

Modern Roofing

სამშენებლო მოედნებზე ხშირია სიტუაცია, როცა რამდენიმე მოწყობილობა თუ ნივთი ერთდროულად არის საჭირო და ისინი მშენებლისგან შორს, რთულად მისადგომ ადგილზეა, ან ყველაფერი ერთად იმდენად დიდ ადგილს იკრავებს, რომ მათი შორს დაწყობა ხდება საჭირო. შედეგად სამუშაო პროცესი შეიძლება შეფერხდეს.

მაგნიტური სამაჯური DDN Total Magnet Driver მსგავს სიტუაციებში ყველაზე საჭირო ნივთია, რომელიც კომფორტულად მაგრდება ხელზე და დიზაინერებმა სპეციალურად მშენებლებისა და ინჟინრებისთვის შეიმუშავეს.

ნივთი მუშაობის პროცესში ზედმეტ ადგილს არ იკავებს და ასევე უზრუნველყოფს მშენებლის უსაფრთხოებას. მაგნიტური სტრუქტურის გამო, DDN ხელის გარდა შეიძლება ნებისმიერი მეტალის ზედაპირზეც დამაგრდეს. მაგნიტურ სამაჯურს თან ახლავს 5-განყოფილებიანი კომპლექტი, რომელთაგან თითოეულში სპეციფიკური მოწყობილობების განთავსებაც შეიძლება.

მსგავსი სტატიები