დიდ დიღომში სტადიონის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ

Construction News

თბილისში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში მოსახლეობამ აქცია გამართა, რითაც საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა.

ადგილობრივების თქმით, შპს “აკა დეველოპმენტს” ყოფილი სტადიონის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის აშენება სურს. ამ მიზნით მათ ადგილზე სამშენებლო მასალები ღამით მიიტანეს და დაყარეს.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხეების მოჭრა არ იგეგმება.

“ჩვენმა კომპანიამ შესთავაზა ანალოგიურ სტადიონზე უკეთესი 2 ახალი სტადიონის მოწყობა უკან, მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. პლუს, ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია მერიის საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც სკვერის მოეწყობა, სათამაშო მოედნები გაკეთდება, ახალი ხეები დაირგვება. არცერთი ძირი ხის მოჭრა არ იგეგმება ამ ტერიტორიაზე”, – განაცხდა “აკა დეველოპმენტის” წარმომადგენელმა, მიხეილ ჯინჭარაძემ.

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, დიდ დიღომში გამართულ აქციას თბილისის მერის მოადგილე გამოეხმაურა. ილია ელოშვილის თქმით, მირიან მეფის გამზირზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის და სათამაშო მოედანზე სამშენებლო მასალების აღმოჩენა მისთვის მოულოდნელი იყო.

მსგავსი სტატიები