დიდ დიღომში სარეკრეაციო ზონებში მშენებლობას აპროტესტებენ

Construction News

თბილისში, დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის გამზირზე მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოწოდებით “ნუ ჩაგვაბეტონებ” – ადგილობრივები სარეკრეაციო ზონებში მშენებლობას აპროტესტებენ.

“იმედინიუსის” ინფორმაციით, მათი მოთხოვნაა მშენებლობების ნებართვის შეჩერება და სარეკრეაციო ზონების განადგურების აკრძალვა. 

ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარე სკვერში სამშენებლო კომპანია „აკა დეველოპმენტი“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის.

ფოტოს ავტორი: თიკო ქუბულაშვილი

მსგავსი სტატიები