დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურა 4,500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

Construction News

თბილისში, დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩა N2, პეტრიწის ქუჩა N27ა და პეტრიწის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი, ჯამში, 4,500 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური, თავდადებულის N2-ის მიმდებარედ კი, საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგდა.

დიდი დიღომში, ასევე, პეტრიწის ქუჩა N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაც წესრიგდება, სადაც ასფალტის საფარის დასაგებად, გზის საფუძველი მზადდება.

მსგავსი სტატიები