დიდ დიღომში მშენებლობის აკრძალვას და სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ

Construction News

დიდი დიღომის მესამე მიკრორაიონში მოსახლეობა მშენებლობის აკძალვას ითხოვს.

აქციის მონაწილეები აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ახალ მშენებლობას არ დაუშვებენ.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორია 2008 წლიდან გაყიდულია და მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა უკვე დაგეგმილია.

ასაშენებელ ობიექტში უკვე არიან კერძო მესაკუთრეები, რომლებიც მრავალი წელია ელოდებიან საკუთარ ბინებს და თავს დაზარალებულად მიიჩნევენ.

მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, ამავე ადგილზე აქცია 2 ივნისსაც გაიმართა.

მსგავსი სტატიები