ბრიტანული ორგანიზაციის CIC (კლიმატური ცვლილებების კომიტეტი) წარმომადგენლების ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების უმეტესობა კლიმატურ მოთხოვნებსა და პირობებს არ შეესაბამება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ნაგებობები კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტირებას ვერ ახდენენ, დიდი მოცულობით წყლის რესურსებს ხარჯავენ, წყალდიდობისგან დაცული არ არიან და მგრძნობიარე არიან ტემპერატურული გადახურების მიმართ.
ამ მონაცემების თანახმად, 4.5 მილიონი სახლი არცთუ ისე ცხელ თვეებშიც კი გადახურების საფრთხის ქვეშ არის. რაც შეეხება წყალდიდობას, კომიტეტის ცნობით, ის გაერთიანებული სამეფოს თითქმის 2 მილიონ მოსახლეს ემუქრება. გარდა ამისა, საცხოვრებელი სახლები წარმოადგენენ ქვეყანაში ყველა სახის ემისიების (ატმოსფეროში დამაბინძურებელი გაზების გამოყოფა) 14%-ის წყაროს. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ემისიები 1%-ით გაიზარდა.
sc-os.ru