დიდ ბრიტანეთში ვიქტორიანული პერიოდის ქარხნები მდიდრულ საცხოვრებლებად გადააკეთეს

Construction News

დიდ ბრიტანეთში მე-20 საუკუნით დათარიღებული ვიქტორიანული პერიოდის ქარხნები მდიდრულ აპარტამენტებად გადააკეთეს. ქარხნის შენობებს, სადაც 100 წლის წინ საკვებ პროდუქტებს, ლითონსა და ქსოვილებს აწარმოებდნენ, ამჯერად საცხოვრებლის დანიშნულება აქვთ.

Dailymail-ის ინფორმაციით, ასეთია რენკ ჰოვისის ფქვილის ქარხანა კენტის საგრაფოში, რომელიც 1865 წელს ააშენეს. ამჯერად შენობაში 38 თანამედროვე აპარტამენტია განთავსებული.

საცხოვრებლად გადაკეთდა ქალაქ იორკში მდებარე შოკოლადის ყოფილი ქარხანა. აპარტამენტის ღირებულება ამ შენობაში 475,000 ფუნტია. ძვირადღირებული პენტჰაუსია განთავსებული ჰარტლის ჯემის ყოფილ ქარხანაში, რომელიც ლონდონის სამხრეთით მდებარეობს. მასში მდებარე 2-ოთახიანი პენტჰაუსი 1.35 მილიონი ფუნტი ღირს.

დედოფალი ვიქტორიას დროს ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრებს, სადაც ათასობით მუშა იყო დასაქმებული, ძირითადად, წითელი აგურის მასალისგან აშენებდნენ. პროექტზე მომუშავე არქიტექტორებმა ძველი შენობები ფართო თანამედროვე დიზაინის საცხოვრებლებად გადააკეთეს.

მსგავსი სტატიები