დიდუბის რაიონში ავტოფარეხების ნაცვლად, სამი სკვერი მოეწყო

Construction News

თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სამი ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სკვერების ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, განთავსდა თანამედროვე საბაღე ინფრასტრუქტურა და ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა. სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სკვერებში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედნები, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა. ტერიტორიაზე ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა, მოწესრიგდა ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით, სკვერების ტერიტორიაზე მიმდინარეობს ვიდეო კონტროლიც.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 255,000 ლარი გამოიყო.

წერეთლის გამზირის N93-ში, N99-სა და N101-ში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, დიდუბის რაიონის გამგეობამ 47 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

მსგავსი სტატიები