დიდუბეში მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
აკაკი წერეთლის გამზირის N99 ა-ში, თევდორე მღვდლის ქუჩა N48-ში, მირცხულავას ქუჩა N10-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-14 კორპუსის ორ სადარბაზოში მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეოლიფტი“ ახორციელებს.
ხუთი ლიფტის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 90,727 ლარი გამოიყო. უახლოეს პერიოდში დამატებით 10 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია იგეგმება.