დიდუბეში სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ამხანაგობაში 37 პროექტი განხორციელდა

Construction News

დიდუბის რაიონის გამგეობამ, სამი თვის განმავლობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით 37 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

სამუშაოების ფარგლებში, ცხრა მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეიცვალა, მომზადდა შენობის გამაგრების სამი პროექტი, შეკეთდა ექვსი ამორტიზებული ლიფტი, სამ მისამართზე სადარბაზოებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ხუთ ამხანაგობაში საერთო სარგებლობის კიბე და კარი მოეწყო. ასევე, შიდა წყალარინების სისტემა მოსახლეობას ათ მისამართზე მოუწესრიგდა.

აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა განახორციელეს და ჯამში 510,814 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები