დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში 219,734 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

Construction News

თბილისში, დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

დიღმის მასივის მე-3 კვარტლის პირველ ბ კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებში, ასევე, აგლაძის ქუჩის N34- ში შენობის ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება. შენობის ავარიული სახურავების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ქუთაისის ქუჩის N27-ში, ფიფიების ქუჩის N8 ბ-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსში.

გარდა ამისა, საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსში ხორციელდება, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N69-სა და გორის ქუჩის N23-ში სადარბაზოების კარების შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოების საერთო ღირებულება 219,734 ლარს შეადგენს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა- პატრონობას მოახმაროს.

მსგავსი სტატიები