დიდუბესა და დიღომში ათი სავარჯიშო სივრცე მოეწყო

Construction News

დიდუბის რაიონის გამგეობამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის დიდუბესა და დიღმის მასივში დამატებით ათი სავარჯიშო სივრცე მოაწყო: დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორები, გადაიხურა სავარჯიშო ზონა, ტერიტორია შემოისაზღვრა ბორდიურით და მოეწყო კაუჩუკის რბილი საფარი.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 176,536 ლარი გამოიყო, უახლოეს პერიოდში კი  რაიონს დამატებით ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე შეემატება.

დიდუბის რაიონში ასევე აქტიურად მიმდინარეობს სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. სამუშაოები სამ მისამართზე უკვე დასრულდა – დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული მავთულბადე განახლდა, ახლით ჩანაცვლდა ფეხბურთის კარი და კალათბურთის ფარები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 72,830 ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სამტრედიისა და მირცხულავას ქუჩებზე მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები