ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბესა და დიღმის მასივში, სავარჯიშო ტრენაჟორები ათ მისამართზე დამონტაჟდება.
ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე – დიღმის მასივის მეექვსე კვარტლისმესამე და მე-11 კორპუსებთან, ასევე, მეხუთე კვარტლის მე-11 კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან და მესამე კვარტლის 31-ე კორპუსთან მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ფიტნეს ზონებზე კაუჩუკის საფარი დაიგება, გადაიხურება და მსურველებს ვარჯიშის შესაძლებლობა წლის ნებისმიერ დროს ექნება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 181,434 ლარი გამოიყო.