დიდ ბრიტანეთში სამშენებლო კომპანიებისთვის სადაზღვევო ღირებულება იცვლება

BDO.ge

დიდი ბრიტანეთის სამშენებლო კომპანიები სადაზღვევო ღირებულებასთან დაკავშირებული ცვლილებების წინაშე აღმოჩნდნენ, რამაც შესაძლოა პროექტების შეჩერება გამოიწვიოს. ინფორმაციას ლონდონში მოქმედი სადაზღვევო კონსულტაციის ფირმა “Mactavish” ავრცელებს.

ფირმის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ შექმნილი ვითარების გამო, სამშენებლო სექტორში კომპანიები ბიზნესის გაყიდვამდეც კი მივიდნენ.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად სამშენებლო კომპანიებს, შესაძლოა, ახალი კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობა შეეზღუდოთ და უკვე დადებულ კონტრაქტორებთან ურთიერთობა გაურთულდეთ. დაზღვევის ღირებულების გარდა, ცვლილებები შეეხება “პროფესიული კომპენსაციის” (PI) დაფარვის საკითხსაც.

ფირმის აღმასრულებელი დირექტორის, ბრიუს ჰეპბარნის შეფასებით, სადაზღვევო ბაზარზე ნორმების გამკაცრების მსგავსი პრეცედენტი ბოლო 15 წელია ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, რის შედეგადაც სამშენებლო ფირმებს საჯარიმო სისტემაში ცვლილების შეტანაც მოუწევთ.  

მსგავსი სტატიები