დიდი ბრიტანეთი შესაძლოა წყლის რესურსების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს

Construction News

“თუ დიდ ბრიტანეთში წყლის რესურსების გამოყენების პოლიტიკა არ შეიცვლება, კრიზისი 25 წელიწადში დაიწყება”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს ბივანმა ლონდონში გამართულ წყლის რესურსების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, კრიზისის გამომწვევი მიზეზი კლიმატის ცვლილება და მოსახლეობის რიცხვის მატება იქნება. მოგვიანებით, ბივანმა CNN-თან სტატისტიკური მონაცემების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2050 წლისთვის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა 67-დან 75 მილიონამდე გაიზრდება. ამასთანავე, 2040 წლისთვის წყლის მარაგი 50%-დან 80%-მდე შემცირდება, ხოლო კლიმატის ცვლილებების გამო, ზაფხული ყოველ წელს უფრო და უფრო ცხელი იქნება.

Ecowatch-ის ინფორმაციით, სააგენტომ ბრიტანეთის ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების რამდენიმეპუნქტიანი გზა შესთავაზა, მათ შორის არის ახალი წყლის რეზერვუარების აშენება, წყლის რესურსების რეგულაციების გამკაცრება და საირიგაციო სისტემის კონტროლი.

ბივანმა ასევე განმარტა, რომ ბრიტანეთში ერთი ადამიანი დღეში საშუალოდ 37 გალონ (163.8 ლიტრი) წყალს მოიხმარს, მაშინ, როცა ევროპის საშუალო მაჩვენებელი 21 გალონია (95.55 ლიტრი). შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიტანელებს წყლის რესურსების გონივრულად გამოყენებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სტატიები