დიდი ბრიტანეთი ეკოლოგიური პრობლემების დაძლევას გამკაცრებული კანონით შეეცდება

Construction News

დიდი ბრიტანეთი გახდება G7-ის პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც მიიღებს კანონს ნულოვანი ემისიების შესახებ.

ტერეზა მეი პირობას დებს, რომ 2050 წლისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ ნულოვანი ე.წ. “სათბურის გაზების”ემისიები წარმოიქმნება.

ახალი საკონმდებლო რეგულაციის შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა უნდა შეაჩეროს თავისი წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილებაში, რაც ბოლო 30 წელია მიმდინარეობს.

ეს ნიშნავ, რომ 2050 წლიდან, ნებისმიერი ემისია რაც დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოიქმნება, იქნება ნულოვანი.

ამ გადაწყვეტილების შედეგად ცვლილებები შევა “კლიმატის ცვლილების შესახებ კანონში”, რომელიც 2008 წელს მიიღეს. გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ადამიანების ჯანმრთელობას, ჰაერის ხარისხს და ბიომრავალფეროვნებას.

შეგახსენებთ, რომ გლობალური დათბობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ე.წ. “სათბურის გაზების”ემისიების (გაფრქვევის) და შესაბამისად “სათბურის გაზების” კონცენტრაციების ზრდა ატმოსფეროში. “სათბურის გაზები” ეწოდება ატმოსფეროში არსებულ გაზებს, რომლებიც აბრკოლებენ დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსურ სივრცეში სითბური ენერგიის (სითბოს) გასხივებას, თვით მოვლენას კი “სათბურის ეფექტი “ეწოდება. 

მსგავსი სტატიები