დიდი ბრიტანეთის სამშენებლო სექტორში ხელფასები 9%-ით გაიზარდა

Construction News

დიდი ბრიტანეთის სამშენებლო სექტორში ხელფასები 9%-ით გაიზარდა და საშუალო ანაზღაურებამ წელიწადში 51,377 ევრო შეადგინა.

ეს არის უახლესი კვლევის შედეგად დადასტურებული ინფორმაცია, რომელიც 2018 წლის მაისიდან –  ბოლო 12 თვის პერიოდს მოიცავს და დაახლოებით 6,800 სამუშაო ადგილის ანალიზის შედეგებს აერთიანებს.

სამშენებლო ობიექტის მმართველის ხელფასი  3%-ით გაიზარდა და 52,722 ევროდან – 54,211 ევროს მიაღწია.

მენეჯერის საშუალო ხელფასი 42,035 ევროს შეადგენს, ხოლო უფრო მაღალი კვალიფიკაციის შემთხვევაში, წელიწადში 54,211 ევროს უხდიან.

ასევე კვლევა კონკრეტულ შემთხვევებსაც ეხება, მაგალითად, ლონდონის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის საქმეთა მმართველის ხელფასი 70,290 ევროს შეადგენდა, როდესაც მან ახალი შემოთავაზება მიიღო და 87,163 ევრო შესთავაზეს.

კვლევამ აჩვენა, რომ მშენებელთა ერთ მესამედს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ევროპიდან იყო სამუშაოდ ჩამოსული, უკვე გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის დატოვება, ხოლო მათ ვინც ჩამოსვლას გეგმავდა, გადადეს გადაწყვეტილება ბრექსიტის გამო. ეს ფაქტი მნიშვნელოვან შეშფოთებას უნდა იწვევდეს როგორც სამშენებლო სექტორისთვის, ასევე ქვეყნის მთავრობისთვის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ დიდი ბრიტანეთის, განსაკუთრებით კი ლონდონის სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა ერთი მესამედი, სწორედ ევროპაში დაბადებული ადამიანია. ევროპული ადამიანური რესურსის შემცირების ტენდენციამ, უკვე გავლენა იქონია სამშენებლო სექტორზე და ხელფასებმა მომატება დაიწყო – ეს არის მოთხოვნისა და მიწოდების ძალა”, – აცხადებს კვლევის ორგანიზატორი, ოვენ გოდჰედი, “Randstad Construction, Property & Engineering”-ის დირექტორი.

მსგავსი სტატიები