დიდი ბრიტანეთის სამშენებლო სექტორში 2,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული

Construction News

დიდი ბრიტანეთის სამშენებლო სექტორმა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში 113 მილიარდ ფუნტიანი წვლილი შეიტანა, რაც ჯამში ეკონომიკის მოცულობის 6%-ს შეადგენს. სექტორში 2,4 მილიონამდე ადამიანია დასაქმებული, რაც მოსახლეობის 7%-ია.

შემოსავალი, რომელიც სამშენებლო სექტორს ქვეყნისთვის მოაქვს 2013 წლიდან მზარდია. ბოლო 20 წელია მას ჯამში 6.6%-იანი ზრდა აქვს. სექტორს ყველაზე დიდი უარყოფითი რყევა 2008-2009 წლებში ჰქონდა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული და მისი გავლენები თუმცა მცირედით, დღემდე შეიმჩნევა. ზრდის მდგრადი ტენდენცია სამშენებლო სექტორს მხოლოდ 2012 წლიდან დაეტყო და პიკს 2015 წლის ბოლოს მიაღწია.

შემოსავლებისგან განსხვავებით, სფეროში დასაქმებულთა რიცხვი ბოლო ათწლეულში სტაბილურობას ინარჩუნებდა და მხოლოდ მცირედით იცვლებოდა (გამონაკლისია კვლავ 2009-2010 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდი). მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ სამშენებლო პროდუქტიულობა მზარდია, რადგან მცირე ადამიანური რესურსით ბრიტანეთმა სამშენებლო სექტორის შემოსავლების ზრდა მოახერხა.

საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ სექტორში მომუშავეთა დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, თვითდასაქმებულთა წილი 11%-ია და მათ მესამედზე მეტი (37%) სწორედ სამშენებლო სექტორზე მოდის.

რეგიონების მიხედვით ყველაზე აქტიური, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილია, რომელსაც მოსდევს ლონდონი. დიდ ბრიტანეთში მშენებლობაზე დასაქმებული ყოველი 1,000 ადამიანიდან 320 სწორედ ლონდონის სამშენებლო მოედნებზეა დასაქმებული. ყველაზე ნაკლებად ათვისებული ამ მხრივ ჩრდილოეთ ირლანდიაა, სადაც დასაქმებულთა მხოლოდ 6% მუშაობს ამ რეგიონში.  

ბრიტანეთის სამშენებლო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საცხოვრებელი შენობების მშენებლობას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2020 წლისთვის ამბიციური გეგმა დასახა, რაც მილიონი ახალი საცხოვრებლის მშენებლობას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები