ლონდონში, დედოფალ ელისაბედის ოლიმპიურ პარკში სამშენებლო სამუშაოებისთვის £102 მილიონი დაიხარჯება. East Wick და Sweetwater სამეზობლოში 1,500 სახლი აშენდება.
constructionenquirer.com-ის ინფორმაციით, პირველი შვიდი სამშენებლო ფაზა გულისხმობს შერეული ტიპის ოთხი შენობის მშენებლობას, მათ შორის 302 აპარტამენტის, რამდენიმე კომერციული ობიექტისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობას.
პროექტი ასევე მიზნად ისახავს ნახშირბადის ნულოვანი გამომფრქვევით 302 სახლის მშენებლობას.
სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება და 500 ადამიანი დასაქმდება.