დედაქალაქში წლის ბოლომდე 220 ახალი ავტობუსი გამოჩნდება

Construction News

თბილისში დამატებით 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები ქალაქში წლის ბოლოსთვის შემოვა.

ქალაქის მერის თქმით, 8-მეტრიანი ავტობუსები ISUZU-ს ფირმისაა და ისინი აღჭურვილი არიან თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაციასაც გამართავს.

თბილისის მერმა 8-მეტრიანი ავტობუსების ფოტოებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული და ამაში მოსახლეობაც ჩაერთვება.

კახა კალაძემ უახლოეს მომავალში საწვავის ხარისხის კონტროლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაბალი ხარისხის დიზელის შემოსვლის საწინააღმდეგოდ კონტროლის ზომები გამკაცრდება.

მსგავსი სტატიები