დედაქალაქში სანიტარიული ჭრები კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება

Construction News

თბილისის მერია დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს.

სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს. პარალელურად კი, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია ,,BD Property“, ასათიანის ქუჩაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფიჭვების სანიტარიულ ჭრას განახორციელებს და მათ მოგვიანებით ახალი ნარგავებით ჩაანაცვლებს.

დედაქალაქის მერიამ, მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.

მსგავსი სტატიები