დედამიწა ახლა უფრო მწვანეა, ვიდრე 20 წლის წინ – NASA

Construction News

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) განცხადებით, დედამიწა ახლა უფრო მწვანეა, ვიდრე 20 წლის წინ იყო. დედამიწის გამწვანებაში კი დიდი წვლილი ინდოეთსა და ჩინეთს მიუძღვის. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალ “Nature Nustainability”-ში გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი და ჩინეთი დაბინძურების კუთხით გამოირჩევა, ამ ორმა ქვეყანამ პლანეტის გამწვანებაში დიდი როლი ითამაშა. მაგალითად, 2016 წელს 800,000-მა ინდოელმა 50 მილიონი ხე ერთ დღეში დარგო.

ნასას მონაცემებით, ინდოეთისა და ჩინეთის ტერიტორიების ერთი-მესამედი გამწვანებულია. აღნიშნულ ქვეყნებში 2,000 წლიდან ასევე 35-დან 40%-მდე გაიზარდა: მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება, შესაბამისად კი სოფლის მეურნეობაც ხელს უწყობს გამწვანებას.

მსგავსი სტატიები