და-ძმამ 396 მეტრის სიმაღლეზე ცათამბჯენებს შორის გაბმულ ბაგირზე გაიარა

Construction News

და-ძმა ვალენდები ნიუ-იორკში ცათამბჯენებს იპყრობენ და ახალ რეკორდს ამყარებენ.

ნიკ და ლიანა ვალენდებმა ცათამბჯენებს შორის, 396 მეტრის (1,300 ფუტი) სიმაღლეზე გაბმულ ბაგირზე გაიარეს.

მოძრაობისას ლიანა მღეროდა და შიგადაშიგ მამას ესაუბრებოდა, რასაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალ-ყურს ABC-ს საშუალებით.

პირველი ნიკი დაიძრა, დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ლიანა და სახიფათო გზა და-ძმამ 17 წუთში დაფარა.

2017 წლის ინციდენტის შემდეგ ეს ლიანას პირველი გამოსვლა იყო, როდესაც 4 ადამიანთან ერთად 30 ფუტის სიმაღლიდან გადმოვარდა, რეპეტიციის დროს.

ნიკი და ლიანა, დიადი ვალენდარების მეშვიდე თაობას წარმოადგენენ. დიდმა ბაბუამ კარლ ვალენდამ გერმანიიდან ჩამოიყვანა ოჯახი ამერიკაში. კარლ ვალენდა 73 წლის ასაკში დაიღუპა, როდესაც  ორ შენობას შორის, სიმაღლეზე გავლას ცდილობდა პუერტო-რიკოში, 1978 წელს.

წყარო cnn.com

მსგავსი სტატიები