დაცულ ტერიტორიებზე ჰესების მშნებლობის ინიციატივას ბუნების დამცველები აპროტესტებენ

Construction News

მთავრობის ინიციატივას დაცულ ტერიტორიებზე ჰესების მშენებლობის შესახებ ბუნების დამცველები აპროტესტებენ. საკითხი დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

სხდომას სამოქალაქო აქტივისტებიც დაესწრებიან, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფა იქნება მოსალოდნელი. ისინი დეპუტატების დარწმუნებას შეეცდებიან, რომ პარლამენტმა კანონპროექტის განხილვაზე უარი თქვას.

ინიციატივის მიხედვით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

rustavi2.ge

მსგავსი სტატიები