დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა შესაძლოა, დასაშვები გახდეს

Construction News

პარლამენტი ხვალ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამას „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ დეკემბერში წარუდგინა, თუმცა პროექტის საკომიტეტო განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ხვალ ამ ინიციატივაზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში იმსჯელებენ.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების – არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია – მთავრობა.

მსგავსი სტატიები