დაშბაშის კანიონზე $15 მილიონად შეფასებული მინის ხიდი აშენდება

Construction News

წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის მინის ხიდი აიგება. მის მშენებლობაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ხიდი 2020 წლის ივლისში გაიხსნება და მისი საშუალებით საქართველოში ტურისტების რაოდენობა ერთი მილიონით გაიზრდება.

ხიდის გარდა, პროექტი სასტუმროს, რამდენიმე აუზსა და მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას აერთიანებს. კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ზიპლაინიც, ხიდის შუაგულში კი დაგეგმილია კაფე-ბარის მოწყობა.

ჯამში პროექტზე 50-60 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.

მსგავსი სტატიები