დაუდევრობის გამო საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – „ყაზტრანსგაზ-თბილისი“

Construction News

დიღომში, დისევის ქ. #2-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზქურის ღუმელის გახსნილი ონკანის გამო, ბინაში გაზი დაგროვდა, შემდგომ კი მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში გაჟონა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია სავენტილაციო არხებში დააფიქსირა. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია

კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.

მსგავსი სტატიები