დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი ხის ნაგებობა აშშ-ში აშენდება

Construction News

აშშ-ის შტატ ვისკონსინში დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი ხის შენობა აშენდება. მშენებლობას მხარი ქალაქ მილუოკის “დაგეგმარების კომისიამ” უკვე დაუჭირა.

პროექტის არქიტექტორის ჯეისონ კორბის თქმით, ნაგებობა 21-სართულიანი იქნება და მასში 205 საცხოვრებელი ერთეული განთავსდება. გარდა ამისა, 8,100 კვადრატული ფუტის ფართობი კომერციულ სივრცეს დაეთმობა, ხოლო 4 სართული დახურულ საპარკინგე ტერიტორიას. Construction Dive-ის ინფორმაციით, მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

შენობის კონსტრუქტორ კომპანიას “New Land Enterprises“ დამატებით კიდევ ერთი ნებართვა სჭირდება ქალაქის “უბნის სერვისების დეპარტამენტიდან“, რომელიც ხის მასიური შენობების სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს.

სპეციალური გამოცდის პერიოდში დადასტურდა, რომ, ხანძარსაწინააღმეგო სისტემის წყალობით, შენობას ცეცხლთან გამკლავება შეეძლება. ხის გარდა, სამშენებლო მასალად შენობის პირველ 5 სართულზე ბეტონსაც გამოიყენებენ.

მსგავსი სტატიები