დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი დანიაში აშენდება

Construction News

320 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობა დანიაში იგეგმება. „Bestseller Tower“ დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი იქნება.

dezeen.com-ის ინფორმაციით, კოშკი სიმაღლესთან ერთად გამორჩეული იქნება ეკოლოგიური სისუფთავითაც, რომელიც მშენებარე კომპანია “Bestseller” მდგრადი განვითარების ფარგლებში განხორციელდება.

დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენში სასტუმროები, საკონფერენციო სივრცე, ოფისები და მაღაზიები განთავსდება.

ცათამბჯენი სიმაღლით ლონდონის “Shard”-საც გაუსწრებს, რომლის სიმაღლე 309,5 მეტრია. „Bestseller Tower”-ის მშენებლობა 2023 წლისთვის დასრულდება.

მსგავსი სტატიები