დანიაში ტალღის ფორმის საცხოვრებელი კომპლექსი ექსპლუატაციაში მიიღეს

BDO.ge

დანიის ქალაქ ვაილში ტალღის ფორმის საცხოვრებელი კომპლექსი მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისად ცნეს და ექსპლუატაციაში მიიღეს. საცხოვრებელი კომპლექსის “Bölgen” მშენებლობის დასრულება 11 წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა. პროექტზე დანიური არქიტექტორული კომპანია “Henning Larsen Architects” მუშაობდა.

ორიგინალური ფორმის გამო, რომელიც ტალღის იმიტაციას ქმნის, საცხოვრებლის პროექტმა 2011 წელს ბრიტანული კონკურსის “Civic Trust Award”-ის პრიზი მოიპოვა. არქიტექტორების ინსპირაციის წყარო ქალაქის საპორტო დანიშნულება და მისი ლანდშაფტი გახდა.

საცხოვრებლის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისის გამო მისი მშენებლობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 2015 წლიდან მენეჯერებმა მოახერხეს პროექტზე მუშაობის განახლება.

14,000 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 9-სართულიანი კომპლექსი 5 ნაწილისგან შედგება და 100 საცხოვრებელ აპარტამენტს მოიცავს. რაც შეეხება ინტერიერს, ის კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი – რაც ბევრ თავისუფალ სივრცეს, რაც შეიძლება ნაკლებ ტიხარსა და თანაბარ განათებას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები