დანიაში, ,,კოპენჰაგენის საერთაშორისო სკოლის” შენობა მზის ენერგიის გენერირებას ახდენს. სკოლის ფასადზე დამონტაჟებულია 12,000 მცირე ფოტოვოლტური მოდული, რომლებიც 6,048 კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს.
შენობას წელიწადში 300 მეგავატი/საათში ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია, რითაც სკოლისათვის საჭირო ენერგიის ნახევარს უზრუნველყოფს.
ტექნოლოგია, რომლითაც სკოლის ფასადი გაფორმდა, შვეიცარიელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს ლოზანის პოლიტექნიკური სკოლიდან (EPFL).
building-tech-ის ინფორმაციით, მზის მოდულების დამონტაჟებამ გააქრო კედლების შეღებვის საჭიროებაც. მათ მოცისფრო-მომწვანო შეფერილობა აქვთ და შუქის დაცემის ინტენსივობის მიხედვით იცვლებიან ფერს.