დანიასა და გერმანიას შორის წყალქვეშა გვირაბი აშენდება

Modern Roofing
Construction News

დანიასა და გერმანიას შორის დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბი აშენდება. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მასშტაბური სამშენებლო პროექტის ღირებულება 8 მილიარდი დოლარი იქნება.

გვირაბის საშუალებით ერთმანეთს დანიის კუნძული ლოლანი და გერმანიის კუნძული ფერმანი დაუკავშირდება. გვირაბის საერთო სიგრძე 19 კილომეტრი იქნება და მის შიგნით 4-ხაზიანი საავტომობილო გზა და სარკინიგზო გზა აშენდება. პროექტი დასრულდება არაუგვიანეს 2024 წლისა.

წყალქვეშა გვირაბი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტია. მისი საშუალებით დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან გერმანიის ქალაქ ჰამბურგამდე ჩასასვლელად 4 საათის ნაცვლად, მხოლოდ ერთი საათი იქნება საკმარისი.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები