დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება

Construction News

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს ახალი სკოლის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაპროექტება და მშენებლობის წელსვე დაწყება დაავალა.

მას შემდეგ, რაც ახალი სკოლა აშენდება, ძველი სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა.

პრემიერის ინფორმაციით, განათლების ბიუჯეტი, რომელიც წელს 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ეტაპობრივად გაიზრდება, მომავალ წელს 2 მილიარდი, 2021 წელს – 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს – 3,4 მილიარდი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.

მსგავსი სტატიები