გურჯაანსა და სოფელ ვეჯინში სტიქიამ პრობლემები შექმნა

Construction News

ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გუშინ ღამით სეტყვა და ძლიერი ქარი იყო. დასეტყვილია ძირითადად დასახლებული პუნქტები. გარდა ამისა, ქარის შედეგად ვეჯინ-ბაკურციხის ავტომაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეფერხდა.

ქარმა საავტომობილო გზაზე წააქცია ხე, რომელიც ბუნებრივი გაზის სისტემის მილებს დაეცა და სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა გზის გაწმენდა გვიან ღამით დაასრულეს და მოძრაობა აღდგენილია.

რაც შეეხება, ბუნებრივი აირის მიწოდებას, გაზმომარაგების კომპანია მიწოდების აღსადგენად დღეს  დილიდან იმუშავებს.

მსგავსი სტატიები