ძლიერი წვიმის შემდეგ გურჯაანი – ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა ისევ დატბორილია და საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. მოძრაობის შეზღუდვა მდინარე ალაზნის ადიდებამ გამოიწვია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა დატბორა გზა და მასთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ამ წუთებში საავტომობილო გზა პარალიზებულია, გურჯაანი-ლაგოდეხის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია. ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.