გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე 2.9 მილიონი ლარი დაიხარჯება

Construction News

გურჯაანის პარკის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივმა მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,890,846 ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება. როგორც გამოცხადებულ ტენდერშია მითითებული, საქართველომ ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება მიიღო და განზრახული აქვს, რომ ამ სახსრების ნაწილი გურჯაანის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოიყენოს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი პარკში არსებული შენობა-ნაგებობების რესტავრაციას, საფეხმავლო ბილიკებისა და საავტომობილო გზების მოწყობას, ვიზიტიორთა ცენტრის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას, ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწყობასა და დენდროლოგიურ სამუშაოებს ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები