გურჯაანის მერიაში ხანძარი გაჩნდა

Construction News

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა.

შემთხვევის შედეგად 10 კვ.მ ფართი დაიწვა, ასევე დაზიანდა ინვენტარი, ლეპტოპი, ტელევიზორი და ოთახში არსებული საკანცელარიო მასალა.

ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსგავსი სტატიები